18-10-2018
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბრალდებულ მირზა სუბელიანზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
„სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბრალდებულ მირზა სუბელიანზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. ბრალდებული 24-საათიანი ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ ინყოფება. სპეციალური პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თუკი დაცვის მხარეს აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების სურვილი აქვს, ბრალდებული მირზა სუბელიანი დაუყოვნებლივ მოინახულოს მისმა ადვოკატმა“-ნათქვამია განცხადებაში.