19-10-2018
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” შიდა სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
კვლევის შედეგად, საპრეზიდენტო არჩვნებში “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს გამოკითხულთა 53% უჭერს მხარს, გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების, “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს 19%, “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატს დავით ბაქრაძეს 17%, სხვა 11%. კვლევის შედეგები საზოგადოებას ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააცნო. როგორც მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარტია შიდა სოციოლოგიური კვლევების გამოქვეყნებას ერიდება, თუმცა საზოგაოდების მაღალი ინტერესის გამო მიიღეს გადაწყვეტილება გაესაჯაროვებინათ. “სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ე.წ ალოკაციის გარეშე გამოკითხულთა საერთო რაოდენობიდან აქ შედიან ის ადამიანები, რომლებიც არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას, საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ დაფიქსირდა შემდეგი მხარდაჭერა: სალომე ზურაბიშვილი 27% ; გრიგოლ ვაშაძე 10% ; დავით ბაქრაძე 9% სხვა კანდიდატები 6%. არჩევნებში მონაწილეობას, ან არ გადაუწყბეტია ვის მისცენ ხმა, გამოკითხულთა 48%-ია. ეს მონაცემი ძალიან მაღალია. შესაბამისად ე.წ. ალოკაციის მეთოდით , რომელიც გვიჩვენებს არჩევნების მოსალოდნელ შედეგს, დაფიქსირდა კანდიდატების მხარდაჭერის შემდეგი მონაცემები: სალომე ზურაბიშვილი 53%; გრიგოლ ვაშაძე 19%; დავით ბაქრაძე 17%; სხვა 11%. აღნიშნული მონაცმეები იძლევა შემდეგი დასკვნის გამოტანის საშუალებას, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს საპრეზიდენტო არჩვნებს, მეორე ადგილზე გასვლის თაბანარი შანსი აქვთ “ნაციონალური მოძრაობის” ორივე შტოს. როგორც ჩანს, “ნაციონალურმა მოძრაობამაც” კარგად იცის ამ მონაცემების რეალურად არსებობის შესახებ და სწორედ ამიტომ ცდილობენ პროცესების რადიკალიზაციას, რეალობის მოდელირებას, როგორც ეს წარსულში სჩვეოდათ და აკეთებენ მინიშნებებს რევოლუციურ სცენარებზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
16-11-2024
16-11-2024