გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალექსანდრე წულაძემ ლანჩხუთში ახლად რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა გახსნა

21-10-2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

 

ახლად რეაბილიტირებული სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, სახელმწიფო რწმუნებულთან გურიის მხარეში გიორგი ურუშაძესთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერ ალექსანდრე სარიშვილთან ერთად,  გახსნა.

 

მინისტრი სკოლის პედაგოგებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, ახალ გარემოში სწავლის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს საკუთარი ნიჭისა და  შესაძლებლობების გამოვლენის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს.

 

800 მოსწავლეზე გათვლილი ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 8 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

 

სკოლაში სასწავლო სივრცეებთან ერთად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი.

 

სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.  

 

მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31