16-01-2018
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), რკინიგზის, მახალდიანის და მანჯგალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 16 საათამდე ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს შეეხება.
ასევე ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10 საათიდან 17 საათამდე ელექტროენერგიას გორგასლის შესახვევის (ნაწილობრივ) და გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები ვერ მიიღებენ.
18-12-2024