გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ბითაძე: როდესაც ხარ წარმატებული, პატრიოტი, შენ საქმეში ძალიან მაგარი - რატომ ფიქრობს ვინმე, ვინც ფეისბუქზე „აკაკუნებს”, რომ მისი შეეშინდება ასეთ ადამიანს?

22-10-2024

როდესაც ხარ წარმატებული, პატრიოტი, შენ საქმეში ძალიან მაგარი - რატომ ფიქრობს ვინმე, ვინც „ფაცეზე“ „აკაკუნებს”, რომ მისი შეეშინდება ასეთ ადამიანს, ან მინიმუმ ეწყინება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატი, მაია ბითაძე, სოციალურ ქსელში წერს.


ბითაძე ეხმიანება რადიკალების მიერ „ქართული ოცნების” ახალ საარჩევნო კლიპში მონაწილე სხვადასხვა ცნობილი ადამიანის მიმართ წარმოებულ ბულინგის კამპანიას. მისი თქმით, უკვე გასაგებია რომ კამპანიაში მონაწილეებს პოლიტიკის არაფერი ესმით, მაგრამ ისინი თანდათან კომიკურებიც ხდებიან.


„როდესაც ხარ წარმატებული, პატრიოტი, შენ საქმეში ძალიან მაგარი - რატომ ფიქრობს ვინმე, ვინც ფაცეზე „აკაკუნებს”, რომ მისი შეეშინდება ასეთ ადამიანს, ან მინიმუმ ეწყინება. გავიგე, რომ პოლიტიკაში არაფერი გესმით და ეს ქვეყანა თუ „გაიშარება“, პირველები გაიქცევით აქედან, მაგრამ უკვე ძალიან კომიკურად რომ გამოიყურებით, თუ ხვდებით?!”, - წერს მაია ბითაძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031