გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიცია ყველაფერს ქართულს ებრძვის - კუბილიუსის, როთის და კელის ნათქვამი უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე საკუთარი ერის ხმა

22-10-2024

პარლამენტის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის ქმედებებს ეხმიანება.


„ეს არის ოპოზიციის სახიფათო სიძულვილი საკუთარი ხალხისა და ქვეყნის მიმართ“- წერს დიმიტრი ხუნდაძე და აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ებრძვის ყველაფერ ქართულს, მათ შორის წარსულს, რწმენას, ტრადიციებსა და მშვიდობას.


დეპუტატის თქმით, რადიკალური ოპოზიციისთვის მათი უცხოელი პატრონების მოსაზრებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს მოსახლეობის ხმა.


დიმიტრი ხუნდაძის თქმით, რადიკალებისა და მათი უცხოელი პატრონების მიერ ქვეყნის დაზიანების მცდელობები უნდა დასრულდეს და 26 ოქტომბრის არჩევნები ამის კარგი შესაძლებლობაა.


„ოპოზიცია ყველაფერ ქართულს ებრძვის. ებრძვის წარსულს - გალანძღეს ერეკლე მეფე, ებრძვიან რწმენას - გალანძღეს პატრიარქი. ებრძვიან ტრადიციებს -„ქალს ქალი არ უნდა ერქვას და კაცს კაციო“. ებრძვიან სტაბილურობას და ამჯობინებენ ცალ ფეხზე დგომას. ებრძვიან მშვიდობას და საკუთარი ხელით შლიან ბანერზე წარწერას -„არა ომს“. არ მოსწონთ ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა და სანქციებს შევუერთდეთო. სპორტულმა წარმატებებმაც გააღიზიანა ისინი და გალანძღეს სპორტსმენები. ვცდილობთ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას და ოსები და აფხაზები მტრებად გამოაცხადეს.


პრაქტიკულად ყველა ქართული სტრატეგიული ობიექტი, წარსულში, რუსებს გადააბარეს და „რუსეთუმეობას“ სხვას აბრალებენ. კუბილიუსის, როთის და კელის ნათქვამი უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე საკუთარი ერის ხმა. ეს არის ოპოზიციის სახიფათო სიძულვილი საკუთარი ხალხისა და ქვეყნის მიმართ. ეს უნდა დასრულდეს! 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ამის კარგი შესაძლებლობაა. „41“ ნიშნავს საქართველოს უსაფრთხოებას და განვითარებას. „საქართველო უპირველეს ყოვლისა,“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930