გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა ბესელია: სალომე ზურაბიშვილი გამოცდილი დიპლომატია

19-10-2018


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი გამოცდილი დიპლომატი და პოლიტიკოსია.


ეს განცხადება მან  აბაშაში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.


“იმ სტაბილურობისთვის, პოლიტიკური კულტურისთვის, რაც გარანტიაა, რომ ამ ქვეყანამ მშვიდი გზით იაროს  და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს, დადგეს ფეხზე, საჭიროა გონიერი, ძლიერი, პრინციპული, ქვეყნისთვის მზრუნველი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი.  ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. სწორედ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი, გამოცდილი დიპლომატი, პოლიტიკოსი და მოქალაქე, პატრიოტია სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავისთავში  ჩვენი ქვეყნის ისტორიას ატარებს.  ჩვენ გვყავს კანდიდატი ქალი, რომელსაც 28 ოქტომბრის არჩევნებზე მხარს  ვუჭერთ,” - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30