გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი აბაშაში მოსახლეობას შეხვდა

19-10-2018

პარლამენტის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ძალადობასა და არეულობას სტაბილური განვითარება უნდა ვარჩიოთ.


ეს განცხადება მან აბაშაში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

 

“სალომე ზურაბიშვილი, როგორც ზეპარტიული, ნეიტრალური კანდიდატი,  ქვეყანაში სიმშვიდისა და პოლიტიკური წონასწორობის გარანტი ნამდვილად იქნება. ზოგიერთი კანდიდატისა თუ პარტიული ძალის მცდელობა, რომ  ქვეყანაში დესტაბილიზაცია, დაპირიპირება, შანტაჟი და შიში გამოიწვიოს, რასაც ათწლეულების განმავლობაში ვებრძოდით და გვტკიოდა უნდა დასრულდეს.

 

ჩვენ უფლება არ გვაქვს უკან დავბრუნდეთ. ჩვენ მხოლოდ წინსვლაზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული. ამიტომ, ჩვენი არჩევანი ძალიან მარტივია, სიბნელეს უნდა ვარჩიოთ ნათელი სახე, ოკუპანტის ერთგულ მსახურს, როგორებიც ზოგიერთი ოპონენტები არიან, უნდა ვარჩიოთ ეროვნული ღირებულებებისა და გამოცდილების მქონე კანდიდატი, ისეთი, როგორიც სალომე ზურაბიშვილია. ძალადობას და არეულობას უნდა ვარჩიოთ სტაბილური განვითარება. ჩვენ უნდა ავირჩიოთ სალომე ზურაბიშვილი,“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30