გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: თქვენ ხართ საქართველო და თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც ამ ძნელბედობის ჟამს, კიდევ ერთხელ უნდა გაიყვანოთ სამშობლო სამშვიდობოს

23-10-2024

„ბედნიერი ვარ ჩვენი ერთობით, უამრავი ადამიანი შეიკრიბა დღეს აქ ერთი მიზეზით - მთელ მსოფლიოს გააგონოს, რომ სამშობლოს, რწმენას, თავისუფლებას საქართველოს მოსახლეობა არ დათმობს არასოდეს!” - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თბილისში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე შეკრებილ მხარდამჭერებს.


კახა კალაძემ 2012 წლის წინასაარჩევნო გარემო გაიხსენა და ხაზი გაუსვა 12 წლიანი იმედი გამოთქვა, რომ როგორც მაშინ, ახლაც საქართველო წარმატებით დაძლევს ყველა გამოწვევას.


„მეგობრებო, ამ ქალაქს სამშობლოს ერთგულება არასდროს შეშლია, ყოველთვის იდგა იქ, სადაც წყდებოდა ქვეყნის და დედა ეკლესიის ბედი. სამშობლო და სარწმუნოება განუყოფელია ქართველი კაცისთვის. თქვენ ხართ საქართველო და თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც ამ ძნელბედობის ჟამს, კიდევ ერთხელ უნდა გაიყვანოთ სამშობლო სამშვიდობოს!


გიყურებთ და მახსენდება ის დრო, როდესაც 12 წლის წინ, იმედით აღსავსეები შევიკრიბეთ ზუსტად ამ ადგილას და ერთმანეთს ვუთხარით, რომ აუცილებლად დავასრულებდით სისხლიან რეჟიმს, უსამართლობას და ბოროტებას, რომელიც მაშინ სუფევდა ჩვენს ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ჩვენ ეს შევძელით და რაც მთავარია, შევძელით უსისხლოდ და მშვიდობიანად. მას მერე ქვეყანაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა, გათავისუფლდა მედია, გათავისუფლდა ბიზნესი, აღარავინ აწამებს და ძალადობს ჩვენს მოქალაქეებზე სახელმწიფოს სახელით. შედეგად, დღეს ჩვენ გვაქვს მშვიდობა, თავისუფლება, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა და სახელმწიფო, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს კი არ ჩაგრავს და შეურაცხყოფას აყენებს, არამედ ზრუნავს და მხარს უჭერს მათ!


ჩვენ, ყველამ ერთად, ამ 12 წლის მანძილზე დიდი გზა გავიარეთ, უამრავი რეფორმა გავატარეთ და დღეს ნამდვილი დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს, რომელიც ყველა ობიექტური პარამეტრით იმსახურებს ევროპულ მომავალს.


ვისაც ამის დანახვა სურს, რა თქმა უნდა, თავისუფლად შეუძლია დაინახოს. ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, მაგრამ არა ისე, როგორც ამას გარედან მოგვიწოდებენ. ჩვენ არ ვიქნებით ვინმეს ვასალი, ვერ ვიქნებით გარედან ქვეყნის წინააღმდეგ ბრძანებების შემსრულებლები, საქართველოს ინტერესები არ დაითმობა, არ დაითმობა ქვეყნის სუვერენიტეტი, არ დაითმობა ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რომელიც მოვიპოვეთ სისხლით, რომელიც მოიპოვა ჩემმა, შენმა, ჩვენმა წინაპრებმა, თუმცა მზად ვართ, ვიყოთ ღირსეული პარტნიორები და მეგობრები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930