19-10-2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, პოლიტიკურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა სურს.
მისივე თქმით, მათი მცდელობების მიუხედავად, ქვეყანაში სიმშვიდეს ვერავინ დაარღვევს.
“ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა სურს. მართალია, უსუსური მცდელობებია, მაგრამ მაინც აქვთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჩვენი სამართალდამცავებიც მოწოდების სიმაღლეზე არიან და ამ ქვეყანაში სიმშვიდეს ვერავინ დაარღვევს,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.