გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
“კანონის უზენაესობის ახალ, 2024 წლის მსოფლიო რეიტინგში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს და ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. შალვა პაპუაშვ

24-10-2024

“კანონის უზენაესობის ახალ, 2024 წლის მსოფლიო რეიტინგში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს და ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.


შალვა პაპუაშვილი შესაბამის ფოტომასალას აქვეყნებს.


“გუშინწინ სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა “რუსული კანონის” საუკუნის ტყუილს. ამ რეიტინგმა კი საბოლოოდ გააშიშვლა დეზინფორმაციის ის მასშტაბი, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის მომართული.


რა ეშველება ახლა იმ რეზოლუციებს, განცხადებებს, შეშფოთებებს, რომლებიც ერთმა კვლევამ წყალში ჩაყარა?!


კანონის უზენაესობის ინდექსი ამერიკული ორგანიზაცია “მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის” მიერ წარმოებული მსოფლიოს წამყვანი კვლევაა, რომელიც 142 ქვეყანას და მსოფლიო მოსახლეობის 95%-ს ფარავს”, – წერს პაპუაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031