გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი: ტურისტებს უნდა გავაცნოთ, რა არის ღირებული საქართველოსთვის, რა არის ჩვენი ფასეულობა და კულტურული სიმდიდრე

19-10-2018

პრეზიდენტობის კანდიდანტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სახლ-მუზეუმებზე ტურისტული გზა ტურისტებს გააცნობს, რომ საქართველოში ძალიან ნიჭიერი ადამიანები იბადებოდნენ და იბადებიან.


ეს განცხადება მან აბაშაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

 

მისივე თქმით, ტურისტებს უნდა გააცნონ, რა არის საქართველოსთვის ღირებული, ასევე, რა არის ქვეყნის ფასეულობა და კულტურული სიმდიდრე.

 

„კონსტანტინე გამსახურდიას ქალაქში ნათქვამს, სადაც ის დაიბადა და სადაც არის მისი სახლ-მუზეუმი, სხვა დატვირთვა აქვს. გავიგე, რომ ამ სახლ-მუზეუმს მალე რესტავრაცია ჩაუტარდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მნიშვნელოვანია ტურიზმისთვისაც.

 

ტურიზმს ზოგჯერ მხოლოდ რაოდენობრივად ვუყურებთ, მაგრამ ჩვენ ის სხვანაირადაც უნდა დავინახოთ. ტურისტებს უნდა გავაცნოთ, რა არის ღირებული საქართველოსთვის, რა არის ჩვენი ფასეულობა და კულტურული სიმდიდრე. ამ კუთხით ტურიზმის განვითარება შესაძლებელია სახლ-მუზეუმების ქსელით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930