გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ბერაია: სალომე ზურაბიშვილი ხალხის ინტერესების ობიექტური დამცველი იქნება

19-10-2018


პარლამენტის წევრის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ზეპარტიული პრეზიდენტი, ხალხის ინტერესების დამცველი იქნება.


ეს განცხადება მან სენაკში მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა.

 

„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი  ზეპარტიული პრეზიდენტი იქნება, ხალხის ინტერესების ობიექტური დამცველი, ქართული კულტურის და ტრადიციების დესპანი  ევროპაში, მთელს მსოფლიოში. ის იქნება პრეზიდენტი არა გადამეტებული ძალაუფლებით, არამედ პრეზიდენტი მეტი პასუხისმგებობით, ხიდი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, ხიდი საქართველოს და მთელ მსოფლიოს შორის, საქართველოს და ევროპას შორის. ქალაბტონი სალომე ზურაბიშვილი იქნება პრეზიდენტი, რომელიც მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მის უნარებს, მის გამოცდილებას, კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობისთვის და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის ხელშეწყობისთვის. ის იქნება ჩვენი აფახაზი და ჩვენი ოსი თანამემამულეების და თანამოქალაქეების პრეზიდენტი. სწორედ ამიტომ ამ თვისებების გათვალისწინებით ქალბატონი სალომე არის ერთადერთი უალტერნატივო კანდიდატი,“ - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031