გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2024 - ში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

24-10-2024

ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2021 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟითა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით იმართება. ოლიმპიადის კონცეფციის ავტორია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია (ADA). აგრარული ოლიმპიადის პარტნიორები არიან ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.


რიგით მეოთხე აგროოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 10 ოქტომბერს დაიწყო და  10 ნოემბრამდე გაგრძელდება.  მსურველებს რეგისტრაციის გავლა და დეტალური ინფორმაციის ნახვა  შეუძლიათ ოლიმპიადის ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც ონლაინ სავარჯიშო ტესტების გარდა, ხელმისაწვდომია უფასო ბიბლიოთეკა ყველა საჭირო ლიტერატურითა და სხვა დამხმარე რესურსით.


აგრარული ოლიმპიადის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს:

  • სპეციალისტები(უმაღლესი ან პროფესიული განათლება აგრარულ სფეროში)
  • სტუდენტები (აგრარული პროფილის უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები)
  • ფერმერები (სასოფლო-სამეურნეო საქმიანობთმიღებული ცოდნა და გამოცდილება)
  • სკოლის მოსწავლეები (საჯარო/კერძოსკოლები და სპეციალიზებული კოლეჯები)

ოლიმპიადა ტარდება ტესტირების საშუალებით და მოიცავს სამ ეტაპს: რეგისტრაცია, ონლაინ ტესტირება  და  ტესტირება (მატერიალური ტესტებით).  გამარჯვებულებისათვის დაწესებულია სხვადასხვა სახის პრიზი და ჯილდოები ოლიმპიადის ორგანიზატორებისა და სპონსორებისგან.


ოლიმპიადის მთავარი იდეაა მონაწილეთა ცოდნის შემოწმება, გამარჯვებულების გამოვლენა  და მათი წარმოჩენა ეროვნულ დონეზე. ოლიმპიადა ტარდება აგრონომიის, სასურსათო ტექნოლოგიის, სატყეო საქმის, ღვინის ტექნოლოგიის, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის, ვეტერინარიის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებებში. შესაბამისად, კონკურსი მოიცავს ფაქტობრივად ყველა პრიორიტეტულ დარგსა და სპეციალობას, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადია საქართველოს შესაბამისი პროფილის დასაქმების ბაზარზე.


ეროვნული აგრარული ოლიმპიადა, ქვეყნის მასშტაბით და ზოგადად რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ოლიმპიადა  მიზნად ისახავს აგრარული განათლების და  პროფესიების პოპულარიზაციას, პროფესიული ცოდნის შეფასების კვალიფიციური მექანიზმის შექმნას, ახალგაზრდებში სასოფლო-სამეურნეო დარგების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და აგრარულ დარგში არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930