გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი წყალბურთელთა კლუბ „დინამო თბილისის" შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერას დაესწრო

25-10-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, წყალბურთელთა კლუბ „დინამო თბილისის" შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერას დაესწრო, რომლის სახელწოდებაა „32 წუთი".


დოკუმენტური ფილმი ასახავს კლუბ „დინამო თბილისის" ისტორიას, რომელიც 1938 წლიდან იწყება. 1992 წელს კლუბმა არსებობა დროებით შეწყვიტა, 25 წლის შემდეგ კი, მოქმედმა წყალბურთელებმა კლუბი ხელახლა დააფუძნეს. იმავე წელს „დინამო თბილისი" საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა და 2023 წლის მონაცემებით, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონია. „დინამო თბილისი" ასევე ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031