გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ დაფინანსებულ კამპანიას წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ

25-10-2024

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლომ საუკუნის ტყუილს, რაც ქართული კანონის რუსულად წარმოჩინებას გულისხმობდა, წერტილი დაუსვა.


როგორც პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პუნქტებად ჩამოწერა, თუ რა არის პრობლემური რუსეთში მოქმედ კანონში და საზოგადოებამ დაინახა, რომ არც ერთი ეს პუნქტი, ქართულ კანონში არ გვხვდება.


„საერთო ჯამში, ჩვენ გვქონდა ძალადობის, ამომრჩეველთა მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ნეგატიური კამპანია, კამპანიაში ხელის შეშლა, დეზინფორმაცია – რომელიც ასევე, მნიშვნელოვანი იყო და აქ მე ხაზს გავუსვამ ერთ საკითხს, რაც შეეხებოდა „გამჭვირვალობის კანონს“ და მის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ დაფინანსებულ კამპანიას დისკრედიტაციისთვის. ამას რამდენიმე დღის წინ წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც აჩვენა, თუ რას ნიშნავს რუსული კანონი, პუნქტებად ჩამოწერა, თუ რა არის პრობლემური რუსულ კანონში და ყველამ დავინახეთ, რომ არც ერთი ეს პუნქტი ქართულ კანონში არ არის და ამით ეს საუკუნის ტყუილი რუსულ კანონთან დაკავშირებით დასრულდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930