გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა დაიწყო

19-10-2018

აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა ოფიციალურად დაიწყო. თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე პროგრამაში მონაწილე რეზერვისტებმა დღეს სამხედრო ფიცი დადეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ რეზერვისტებს აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის დაწყება პირადად მიულოცეს. თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართვისას ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ფარგლებში აქტიური რეზერვის პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „დღეს ჩვენ ვიწყებთ პროგრამას, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის გასაძლიერებლად“- აღნიშნა ლევან იზორიამ.


აქტიურ რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეები 5 წლის განმავლობაში იმსახურებენ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება. თავდაცვის მინისტრმა უშუალოდ დაათვალიერე და შეაფასა გარემონტებული ინფრასტრუქტურა, სადაც რეზერვისტები იმსახურებენ.


დღესვე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს „მედლები სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის“ გადასცეს. ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და ეროვნული გვარდიის უფროსის ბრძანებით ეროვნული გვარდიის აღმშენებლობისა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „ღირსეული გვარდიელის“ სამკერდე ნიშნით სამი სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა. გარდა ამისა, განსაკუთრებული წვლილისთვის სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები სხვადასხვა სინჯის მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობამ მხარდაჭერისათვის თავდაცვის მინისტრს ღირსეული გვარდიელის სამკერდე ნიშანი გადასცეს.


ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე
და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031