გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირს, რომელმაც მასპინძელს აცეტონი შეასხა და შემდეგ ცეცხლი წაუკიდა, 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

19-10-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ბრალდებული თ.ს. დამნაშავედ ცნო.


პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 20 მაისს, თ.ს. სტუმრად იმყოფებოდა ქ.თბილისში, ს.მ.-სთან. ნასვამ მდგომარეობაში მყოფ თ.ს.-ს ურთიერთშელაპარაკება მოუხდა ს.მ.-სთან, რა დროსაც სხეულის განზრახ დაზიანების მიზნით, მას აცეტონი შეასხა და ცეცხლი მოუკიდა.


თ.ს. ქმედებით დაზარალებულმა სახისა და სხეულის არეში წარუხოცელი დაზიანება მიიღო.


სამართალდამცველებმა თ.ს. 2018 წლის 26 მაისს თბილისში დააკავეს. თ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930