გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: ჰერჩინკსი დღეს არის და ხვალ აღარ იქნება თავის თანამდებობაზე - ვინც მას შეცვლის, ის როცა დაინახავს, თუ ვინ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას, იძულებული იქნება, რომ მას დაელაპარაკოს

26-10-2024

„ფხიზლად უნდა ვიყოთ - ამას „ხალხის ძალა“ მთელი ორწელიწადნახევარია ვამბობთ. წინასწარ გვქონდა ინფორმაცია იმაზეც, რომ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემდნენ, რათა საზოგადოებაში მღელვარება გამოეწვიათ და ამით ხელისუფლება შეეცვალათ. ახლაც რასაც მოითხოვენ, ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით, იგივე თემაა, რაც მაშინ არ გამოუვიდათ, რადგან ქართველი ხალხი მომზადებული დახვდათ“, - ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ ამ არჩევნებში ქვეყანა უნდა დაიცვას და გარე ძალებსაც დაანახოს, რომ აქ არეულობის შანსი არ ექნებათ.


„ეს უბრალო არჩევნები არ არის - გადამწყვეტია. რადიკალებს მსხვერპლის გამოწვევა უნდათ. მზაკვრული გეგმა აქვთ - სკოლის მოსწავლეები გამოიყვანეს აქციაზე, რადგან 14-დან 18 წლამდე მოზარდის მსხვერპლის პროვოცირება უნდათ. რადგან აქციებში სხვას ვერაფერს აღწევენ, ქართველი ადამიანისთვის შეიძლება ემოციური იყოს ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება, რათა ამაზე ააგორონ პროტესტი. გავიხსენოთ, შაქარაშვილის ან ბაჩალიაშვილის თემები - ყველაფრიდან ცდილობდნენ პროტესტის აგორებას. ეს ხომ დაკვეთა იყო გარედან? ახლაც იგივე რაღაცები იქნება. მათგან მსგავს თემებზე აპელირება სულ იქნება. ჩვენმა საზოგადოებამ ამ არჩევნებში ქვეყანა უნდა დაიცვას ამისგან და გარე ძალებსაც დაანახოს, რომ აქ არეულობის შანსი არ ექნებათ. ვიცით, რომ გავიმარჯვებთ და ყველაფერს გადავიტანთ. პირობითად, ჰერჩინკსი დღეს არის და ხვალ აღარ იქნება თავის თანამდებობაზე - ვინც მას შეცვლის, ის როცა დაინახავს, თუ ვინ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას, იძულებული იქნება, რომ მას დაელაპარაკოს“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930