გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: წლევანდელი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, როგორმე ჩავერთოთ საომარ მოქმედებებში, გარწმუნებთ, ამას არ დასჭირდება დიდი დრო და ნაცვლად ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვისა, მივიღებთ კატასტროფას

26-10-2024

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ხმა მთაწმინდაზე, 144-ე ბაგა-ბაღში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.


მისი განცხადებით, საზოგადოებას ძალიან მარტივი არჩევანი აქვს გასაკეთებელი, ვინაიდან, დღეს ხალხი ირჩევს ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელ მთავრობას ან უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელთა დავალებაა, საქართველო მყისიერად ჩაერთოს ომში.


„მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ გამოვიდნენ არჩევნებზე. ძალიან მარტივი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი: ან ჩვენ ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას, ჩვენს სამშობლოს, იზრუნებს ქვეყანაზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს. თანაც, წლევანდელი არჩევნები და დღევანდელი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, რომელიც შეუძლია მყისიერად დაავალოს აგენტურას, თუ ჩვენ მოვახერხებთ და მათ ავირჩევთ. მოგეხსენებათ, სამეზობლოში ომია, იმ ქვეყანას რომელიც მართავს აგენტურას და რომელიც დღეს სამწუხაროდ პოლიტიკაშია, სასწრაფო დავალება აქვს, რომ როგორმე საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, გარწმუნებთ, ამას არ დასჭირდება დიდი დრო, ეს მოხდება მყისიერად და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ, მივიღებთ კატასტროფას და მივიღებთ ქვეყნის ნანგრევებს.“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930