გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძე: ნებისმიერი პირი, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, თუკი გაბედავს, რომ კანონის წინააღმდეგ წავიდეს და საარჩევნო პროცესებს კანონდარღვევით ხელი შეუშალოს, კანონის წინაშე უმკაცრესად დაისჯება

26-10-2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ამ დრომდე მომხდარ საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს.


მისი თქმით, ამ დროისთვის ჯამში 102 საჩივარი არის დაფიქსირებული, რაც 3 ათას უბანთან მიმართებაში მიუთითებს, რომ საარჩევნო პროცესი ძირითადად მნიშვნელოვანი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.


მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანი, თუკი გაბედავს, რომ კანონის წინააღმდეგ წავიდეს და საარჩევნო პროცესებს კანონდარღვევით ხელი შეუშალოს, კანონის წინაშე უმკაცრესად დაისჯება და პასუხს აგებს.


„ჩუღურეთის პირველ უბანში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის „საქართველოს მომავლის აკადემიის“ წარმომადგენელი სისტემატურად ფოტოებს უღებდა ამომრჩევლებს საარჩევნო ყუთთან. ეს ორგანიზაცია ერთ-ერთი იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციათაგანია, რომელიც ჩვენი კვლევებით მხილებულია, როგორც პარტია „ახალთან“ დაკავშირებული სადამკვირვებლო ორგანიზაცია და ვხედავთ, თუ როგორი ფორმით ახორციელებს მისი დამკვირვებელი პროცესებში ჩარევას. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი გოჩა შარაშენიძე ოზურგეთის სოფელ ბახვის მე-15 საარჩევნო უბანზე ცდილობდა საარჩევნო კაბინაში შესვლას და მოქალაქისათვის შესაბამისი მითითებების მიცემას.


ოზურგეთის 38-ე უბანზე, ხრიალეთში, უბნიდან გააძევეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გელა ხომერიკი, რომელიც ყვირილით შევარდა საარჩევნო უბანში, სცადა მაგიდების გადაადგილება და ხელს უშლიდა კომისიის მუშაობას. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნანა ტავლელიშვილი გააძევეს გლდანის მე-60 უბნიდან. ამომრჩეველს ხვდებოდა ეს ადამიანი, ართმევდა პირადობებს და ატყუებდა, თითქოს მათ არ უნდა მიეცათ იმ კონკრეტულ უბანზე ხმა. რის შედეგადაც მან შეძლო, რომ სამი ამომრჩეველი გაებრუნებინა უბნიდან.


აქვე დაფიქსირდა საზღვარგარეთ, კერძოდ, ბრიუსელსა და სტოკჰოლმში საარჩევნო უბნებზე, რომლებიც მოგეხსენებათ, რომ გახსნილი არის საქართველოს საელჩოს შენობებში, ვანდალიზმის კონკრეტული ფაქტები და წარმოდგენილი მასალა ამაზე მიუთითებს. აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ ამ დროისთვის, ფაქტობრივად 6 საათი არის გასული, რაც საარჩევნო უბნები გაიხსნა და საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 3 ათასი საარჩევნო უბანი არის გახსნილი, მხოლოდ და მხოლოდ 102 საჩივარი არის დაფიქსირებული, რაც 3 ათას უბანთან მიმართებაში მიუთითებს მხოლოდ ერთზე, რომ საარჩევნო პროცესი ძირითადად მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ექსესების გარეშე, გარდა იმ ორი შემთხვევისა, რომლის შესახებაც საზოგადოებამ გაიგო და ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია კიდევ ერთხელ ის ფაქტი, რაც მარნეულში ფიქსირდება და ნებისმიერი პირი, კიდევ ერთხელ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, თუკი გაბედავს, რომ კანონის წინააღმდეგ წავიდეს და საარჩევნო პროცესებს კანონდარღვევით ხელი შეუშალოს, კანონის წინაშე უმკაცრესად დაისჯება და პასუხს აგებს,”- განაცხადა გივი მიქანაძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930