26-10-2024
ამ დილით დავიწყეთ მეთვალყურეობა ჩვენ ვეწვიეთ სხვადასხვა უბანს და ყველაფერი წესრიგში იყო, ვესაუბრეთ სხვადასხვა პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ასევე, ქართველ ამომრჩეველს, მათ ვინც მონაწილეობას იღებს არჩევნებში და ირჩევს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ელექტრონული სისტემა არის გამართული. ადამიანები ძალზე თავდაჯერებულად, ძალზე მშვიდად მოქმედებენ და შესაბამისად მათ ნათლად ესმით, როგორ მოიხმარონ მთელი ეს სისტემა, შესაბამისად ეს კარგი გამოცდილებაა. რასაკვირველია, განვაგრძობთ არჩევნების პროცესის მეთვალყურეობას მანამ სანამ, არ დამთავრდება ეს პროცედურა და არ დაიხურება საარჩევნო უბნები, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა ანდრაშ ლასლომ.
ანდრაშ ლასლოს განცხადებით, არჩევნების მიმდინარეობის პროცესში ყველაფერი სრულდება უმაღლესი სტანდარტების, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესაბამისად.
„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ აიდი ჩეკებს თუ რაოდენ ეთანხმება ყველაფერი ამ რეგულაციებს და ძალზე ზუსტად და დაკვირვებით ვადევნებთ თვალყურს, რომ ყველაფერი მიმდინარეობს შესაბამისის რეგულაციების, შესაბამისი წესისა და რიგის მიხედვით. ზოგადი ხედვა ჩვენ გვკარნახობს, რომ ეს ძალზე სამართლიანი, ძალზე თავისუფალი არჩევნებია და შესაბამისად მთელი პროცესი სრულყოფილად მიმდინარეობს და რა საკვირველია დემოკრატია წინა პლანზეა, საბოლოო ჯამში ნდობა გამოხატული იქნება. ასე რომ, ჩვენ რაც ვნახეთ შესაბამისი პირობები ხორციელდება და ყველაფერი სრულდება უმაღლესი სტანდარტებისა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესაბამისად“ - განაცხადა ანდრაშ ლასლომ.