გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკავშირის ელჩმა სასაზღვრო პოლიციის „სარფის“ სექტორი დაათვალიერა

20-10-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორ „სარფს“ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ეწვია. ელჩმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ზოლი და ელექტრონული დაკვირვების თანამედროვე სისტემები მოინახულა. კარლ ჰარცელი, ასევე, დეტალურად გაეცნო საზღვრის დაცვის შესაძლებლობებს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას და ევროკავშირს მრავალწლიანი და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, განახლდა სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, სასაზღვრო სექტორები კი ელექტრონული დაკვირვებისა და კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით აღიჭურვა"-აცხადებენ სასაზღვრო უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930