გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ათმა ეუთო/ოდირმა რომ თქვას, იდეალური არჩევნები იყო ჩატარებულიო, ეს ლაქა და მძიმე ტვირთი „ოცნებამ“ და პერსონალურად ივანიშვილმა აიკიდეს-ეუთო/ოდირი ვერასდროს მიკარნახებს მე როგორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებ

27-10-2024

ეუთო/ოდირმა რანაირი დასკვნაც არ უნდა დადოს საქართველოს მოქალაქეებმა დღეს დილით რომ გაიღვიძეს და ციფრები ნახეს, მათ უკვე ჩათვალეს, რომ „ოცნებამ“ და ივანიშვილმა ისინი მოატყუა, ეს აღქმები უკვე დალექილია და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლისმ - განაცხადა„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ.


გიორგი გახარია თვლის, რომ აღქმები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეუთო/ოდირის დასკვნა. ასევე, გახარიას თქმით, ეუთო/ოდირი ვერასდროს უკარნახებს თავად როგორი პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.


„ათი ეუთო/ოდირი რომ გამოვიდეს და თქვას, რომ იდეალური არჩევნები იყო ჩატარებული, სამწუხაროდ, ეს ლაქა და კიდევ ერთი მძიმე ტვირთი „ოცნებამ“ და პერსონალურად ივანიშვილმა აიკიდეს. მე ვთვლი, რომ როდესაც შენ შენს მოქალაქეებს ელაპარაკები და შენს მოქალაქეებთან კომუნიცირებ ეს აღქმები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეუთო/ოდირის დასკვნა, მერწმუნეთ, ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ. ეუთო/ოდირი სერიოზული ორგანიზაციაა, სერიოზული მანდატით, სერიოზული მისიით, მაგრამ საბოლოო ჯამში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მე როგორ მივიღებ, ეუთო/ოდირი მე ვერ მიკარნახებს ვერასდროს იმიტომ, რომ ეს ჩემი პასუხისმგებლობაა ჩემი ამომრჩევლის და მოქალაქეების წინაშე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930