გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩეული ხელისუფლება გაუმკლავდება საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და გააგრძელებს ევროინტეგრაციას, ამით საერთაშორისოდაც აღიარებულია „ქართული ოცნების“ შთამბეჭდავი გამარჯვება

27-10-2024

ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩეული ხელისუფლება გაუმკლავდება საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და გააგრძელებს ევროინტეგრაციას, ამით საერთაშორისოდაც აღიარებულია "ქართული ოცნების" შთამბეჭდავი გამარჯვება, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


მისივე თქმით, პოლარიზაციის პრობლემატურობა, რომელიც უცხოელებმა აქ დააფიქსირეს, საქართველოზე მეტად უფრო მწვავეა აშშ-ში და რიგ ევროპულ ქვეყნებში. მანვე აღნიშნა, რომ ლეგიტიმური ხელისუფლების მოწინააღმდეგე "შულავერის კომიტეტჩიკებს" შეუძლიათ გააგრძელონ "დაუმორჩილებლობის" ბალაგანის დაგეგმარება გინდ ფსევდოპრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, გინდ თავიანთი "პარწიუკების" ოფისებში.


„ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩეული ხელისუფლება გაუმკლავდება საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და გააგრძელებს ევროინტეგრაციას, ამით საერთაშორისოდაც აღიარებულია "ქართული ოცნების" შთამბეჭდავი გამარჯვება. ეუთო/ოდირის შეფასებაში აღიარებულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო თავისუფალი და კენჭისყრის დღეც ცესკოს მიერ კარგად ადმინისტრირებული. ჩემგან ვიტყვი, რომ პოლარიზაციის პრობლემატურობა, რომელიც უცხოელებმა აქ დააფიქსირეს, საქართველოზე მეტად უფრო მწვავეა აშშ-ში და რიგ ევროპულ ქვეყნებში. ლეგიტიმური ხელისუფლების მოწინააღმდეგე "შულავერის კომიტეტჩიკებს" შეუძლიათ გააგრძელონ "დაუმორჩილებლობის" ბალაგანის დაგეგმარება გინდ ფსევდოპრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, გინდ თავიანთი "პარწიუკების" ოფისებში“, - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031