გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე საერთაშორისო შეფასებებზე: საქართველოში შედგა არჩევნები, რომლის ვერ აღიარება ყველაზე ანტაგონისტურად, სუბიექტურად თუ რაც გნებავთ დავარქვათ, განწყობილმა ძალებმაც ვერ შეძლეს

28-10-2024

„გამოვეხმაურები საერთაშორისო შეფასებებს, შეგვიძლია ჩვენ ამ შეფასებებს დავარქვათ კრიტიკული აღიარება. კრიტიკის ნაწილში არ ვეთანხმებით, აღიარების ნაწილში ვეთანხმებით. დიახ საქართველოში შედგა არჩევნები, რომლის ვერ აღიარება ყველაზე ანტაგონისტურად, სუბიექტურად თუ რაც გნებავთ დავარქვათ, განწყობილმა ძალებმაც ვერ შეძლეს, ამასთან დაკავშირებით სიტყვა არ თქმულა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.


მდინარაძემ მადლობა გადაუხადა ეუთო/ოდირს, რომელმაც დიდი ზეწოლის მიუხედავად, კონკურენტულ არჩევნებზე თავისი სიტყვა თქვა.


„რაც ძალიან გასაკვირია, საუბარი მიდის „გამჭვირვალობის“ და სხვა კანონებზე. არჩევნებზე განცხადებებში კანონებზეა ლაპარაკი. ეს აქამდე არ ყოფილა, "გამჭვირვალობის კანონზე" და სხვა კანონებზე მიდის საუბარი არჩევნების საკითხთან დაკავშირებით. რა შუაშია ერთი მეორესთან - ეს ერთი და რაც შეეხება იმას, ვინმემ შეძლო თუ არა, რომ არაღიარების საკითხი დაესვა ამ ჩემი განცხადების შემდეგ თუ არ მოიფიქრეს ეს და დაიწყეს ამაზე საუბარი, არაღიარება არც ერთი მხრიდან არ წამოსულა. მათ შორის, დიდი მადლობა ეუთო/ოდირს, რომელმაც დიდი ზეწოლის მიუხედავად, კონკურენტულ არჩევნებზე თავისი სიტყვა თქვა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930