გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: გუშინ სალომეს მიერ დღეისთვის, მოსკოვის დროით 18 საათზე დაანონსებული და მოსალოდნელი ანტიკონსტიტუციური აქცია, სხვა არაფერია, თუ არა დენთის კასრთან შეშის წინასწარი დალაგება იყო

28-10-2024

არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული მობილიზების აუცილებლობაზე საუბრობს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული, საზოგადოებამ არჩევნებზე თავისი პოზიციის დაფიქსირებით, მისი წილი საქმის გააკეთა და ახლა დესტაბილიზაციის, ქვეყანაში არეულობის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა ამოქმედდნენ.


„უამრავი რამ დაიწერა, თითქოს რაღა უნდა მივამატო. გარდა, ალბათ, ფაქტებსა და წარსულის გამოცდილებაზე დაფუძნებული ინტუიციური შეგრძნებისა - კოლექტიური ნაცების ბანაკში ბრძოლის მხოლოდ უკიდურესი, რადიკალური და „შაჰიდური" ტიპის ილეთებიღა დარჩა. აქ, მე, თქვენ, საზოგადოება, გარკვეულწილად, „ტექნიკური" თვალსაზრისით, ბრძოლის ამ ეტაპზე უძლურები ვართ. ამასთან გამკლავების ინსტრუმენტები, მხოლოდ ხელისუფლების ხელშია. ჩვენ რაც შეგვეძლო, თუნდაც გუშინწინ, გავაკეთეთ. დანარჩენი, შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების გასაკეთებელია. მზად უნდა იყონ და ვიყოთ მოვლენათა ყველაზე უკიდურესი სცენარით განვითარებისაკენ. შეიძლება არც არაფერი მოხდეს - ქათმების რევოლუცია არ გაიშვას. მაგრამ, უნდა იქნას გათვალისწინებული ყველა, მათ შორის ფანტასტიკური და დაუჯერებელი „სექტანტური" ტაქტიკური სვლა, იმის მსგავსი - მე-19 საუკუნეში ციმბირის ტაიგაში ხლისტების მიერ კოლექტიურ თავის დაწვას რომ ჰქონდა ადგილი, ოღონდ არ ჩავარდნილიყვნენ მთავრობის წარმომადგენელთა ხელში. გუშინ სალომეს მიერ დღეისთვის, მოსკოვის დროით 18 საათზე დაანონსებული და მოსალოდნელი ანტიკონსტიტუციური აქცია, სხვა არაფერია, თუ არა დენთის კასრთან შეშის წინასწარი დალაგება იყო.


ამ წუთიდან განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს - გაძლიერებული ყურადღების ქვეშ არის ასაყვანი საზღვარგარეთიდან ჩამოსული კონტინგენტი, მათ რიგებში „მაიდანმეიქერებისა" და პროვოკატორების დროული გამოვლენის მიზნით. ასევე მუდმივ კონტროლზეა ასაყვანი მათ მიერ თავის დროზე დატრენინგებული ადგილობრივი „მემაიდანელები". ყველა დანარჩენ საყურადღებო მიმართულებას ვეღარ ჩამოვთვლი, ორის გარდა: 1) ნაცებს აღარაფერი რჩებათ დასაკარგი, სისხლისღვრის ჩათვლით, და ეს გარემოება არ დააკნინოთ და სრული სერიოზულობით მოეკიდეთ მას და 2) თუ თქვენს რიგებში - სუს-ი, შსს, თავდაცვა, იუსტიცია - ეჭვი გეპარებათ შიგნიდან ვითარების სავარაუდო ამფეთქებლებში, სასწრაფოდ მოახდინეთ მათი თუნდაც დროებითი სამსახურებრივი „განეიტრალება". თუ დრო გვანახებს, რომ ვცდებოდით - მათ შემდგომ რეაბილიტირებას წინ არაფერი დაუდგება“, - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930