გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ბითაძე: მოქალაქეებს მოვუწოდებ, არ დააზიანონ მუნიციპალური ქონება

20-10-2018

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დედაქალაქში ნარჩენების სეპარირების დალუქული სტენდის დაზიანების ფაქტს ეხმაურება და მოქალაქეებს მოუწოდებს, მუნიციპალური ქონება არ დააზიანონ.


როგორც მერს მოადგილე აცხადებს, მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და სამწუხაროა, რომ ჯერაც დალუქული სტენდი ვანდალურად დაზიანდა.


„თბილისი პირველი ქალაქია, რომელმაც საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირებაზე ეტაპობრივად გადასვლა დაიწყო და ის ურნები, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის, USAID-ისა და CENN-ის თანამშრომლობის შედეგად თბილისში მონტაჟდება, ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისთვისაა განკუთვნილია. ვფიქრობ, რომ მოქალაქეები აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან და სეპარირებული ურნებიდან ნარჩენები პირდაპირ ბიზნესსექტორს მიეწოდება, რათა გადაამუშაოს და ამით ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისკენ ნაბიჯი წინ გადაიდგას. ძალიან სამწუხაროა, რომ ვანდალიზმის ფაქტი, რომელიც ჯერ დაუსრულებელი, დაუმონტაჟებელი და დალუქული სეპარირების სტენდის დაზიანებას მოჰყვა თან, ზოგიერთი ადამიანის მიერ ასე არასწორად იქნა გამოყენებული“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.


თბილისის მერის მოადგილე მოქალაქეებს ასევე, გარემოზე ერთობლივად ზრუნვისკენ მოუწოდებს.


„ჩვენი სურვილია, რომ პროცესში ყველა მოქალაქე აქტიურად ჩაერთოს, რათა ნარჩენების სეპარირება ადგილზე მოვახდინოთ, ჩვენი გარემო დაბინძურებისგან დავიცვათ და ნარჩენი პროდუქტად გადავაქციოთ. მივმართავ მოქალაქეებს, ძალიან გთხოვთ, არ დავაზიანოთ მუნიციპალური ქონება, რომელიც ჩვენი საერთო საკუთრებაა. ვფიქრობ, რომ ეს სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და პატრიოტიზმის ყველაზე დიდი გამოხატულებაა, როდესაც მოქალაქეები ქალაქზე სახელმწიფოსთან ერთად ზრუნავენ“, - განაცხადა მერის მოადგილემ.


მისივე ინფორმაციით, ახალი ურნები დედაქალაქში 13 სხვადასხვა ადგილზე განთავსდება.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031