გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: ერთ მხარეს დგას ხალხი, რომელიც უსტვენს ორბანს და ტაშს უკრავს ლგბტ პროპაგანდის დამცველ მიხაილ როთს და მეორე მხარეს დგას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც პატივს სცემს ორბანს და ქრისტიანულ ღირებულებებს

28-10-2024

უმრავლესობის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.


როგორც მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ერთ მხარეს დგას ხალხი, რომელიც უსტვენს ორბანს და ტაშს უკრავს ლგბტ პროპაგანდის დამცველ მიხაილ როთს და მეორე მხარეს დგას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც პატივს სცემს ორბანს და ქრისტიანულ ღირებულებებს.


„ყველაფერი ძალიან ნათელი და შესაბამისად, მარტივია შესაფასებლად, თუ საით დგას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. ერთ მხარეს ხალხი, რომელიც უსტვენს და აგინებს ვიქტორ ორბანს და ტაშს უკრავს მიხაილ როთს, ლგბტ პროპაგანდის დამცველს და ჩვენი სარწმუნოების მძაგებელს და მეორე მხარეს - საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც დიდი პატივს სცემს ვიქტორ ორბანს, ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარს, ქრისტიანული და ოჯახური ღირებულებების დამცველს!“ - წერს მიხეილ ყაველაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30