გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი წმიდა მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს ესტუმრა

20-10-2018

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს“ ესტუმრა. მან საშემოდგომო დღესასწაულის აღმნიშვნელ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. სკოლაში სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის ხელოვნების ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები სწავლობენ.


სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანების თანაცხოვრება დაახალგაზრდებს ამ ტრადიციის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.


„ბედნიერი ვარ, რომ შევძელი აქ მოსვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სკოლაა. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთის გვერდით სხვადასხვა წარმომავლობის მქონე ადამიანები თანაცხოვრობენ და კარგად უგებენ ერთმანეთს. თქვენ აქ, ამ სკოლაში ამ მაგალითს აგრძელებთ და ეს მთელი ცხოვრება ასე უნდა გაგრძელდეს. ეს ის ფასეულობაა, რამაც დღემდე მოგვიყვანა და არ შეიძლება მისი დაკარგვა, მინდა, მოგილოცოთ, რომ ეს თქვენ შეძელით, სკოლის ხელმძღვანელობას კი მადლობას გადავუხდი ამისთვის და გეტყვით, რომ როგორც პრეზიდენტი, მომავალში თქვენს გვერდით ვიქნები“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930