გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკატერინე გალდავამ ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა

29-10-2024

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ ბეიჯინგში გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო ბიზნესფორუმში - Sibos მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


Sibos SWIFT-ის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური კონფერენცია გამოფენა და ქსელური ღონისძიებაა, რომელიც განკუთვნილია ფინანსური ინდუსტრიისთვის. ბიზნესფორუმის ფარგლებში გლობალური ფინანსური საზოგადოების წარმომადგენლები მსჯელობენ და თანამშრომლობენ გადახდების, ფასიანი ქაღალდების, ფულის მართვისა და ვაჭრობის სფეროებთან დაკავშირებულ საკითხებზე.


ფორუმის ფარგლებში ეკატერინე გალდავამ ოფიციალური შეხვედრები გამართა სხვადასხვა ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო საგადახდო სისტემების გაუმჯობესების მნიშვნელობას, ფასიანი ქაღალდების და ფულის მართვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და შემდგომში მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს.


სების ვიცე-პრეზიდენტმა ღონისძიების ფარგლებში ასევე მონაწილეობა მიიღო ფინანსური საზოგადოების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან დისკუსიებში.


საერთაშორისო ბიზნესფორუმ Sibos-ს არსებობის 46-წლიანი ისტორია აქვს. ფორუმში ყოველწლიურად ფინანსური ეკოსისტემის ათასობით ბიზნესლიდერი, გადაწყვეტილების მიმღები და თემატური ექსპერტი მონაწილეობს. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ეროვნული ბანკი საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსი ნატალია ჭყოიძე და ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხაზარაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031