გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალები იმ შედეგის შერყევას ცდილობენ, რაც საზოგადოებამ არჩევნებზე დადო, თუმცა კრიტიკა, რომელსაც საფუძველი არ აქვს, ხანგრძლივი ვერ იქნება

29-10-2024

„წინასაარჩევნო კამპანიაც გარედან ჩარევით, ზეწოლის ფონზე მიმდინარეობდა, დღეს კი უკვე ცდილობენ ის შედეგი შეარყიონ, რაც საზოგადოებამ დადო.

თუმცა, ამის შეცვლა შეუძლებელია, ხოლო კრიტიკა, რომელსაც საფუძველი არ აქვს, ხანგრძლივი ვერ იქნება“, - ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.


მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიაც გარედან ჩარევით, ზეწოლის ფონზე მიმდინარეობდა, რადიკალები კი დღეს იმ შედეგის შერყევას ცდილობენ, რაც საზოგადოებამ დადო, თუმცა კრიტიკა, რომელსაც საფუძველი არ აქვს, ხანგრძლივი ვერ იქნება.


„ვხედავთ, რომ კრიტიკის დროსაც უკანდასახევი ფაქტობრივად ყველას დატოვებული აქვს. მაგალითად, იგივე ეუთო/ოდირის განცხადებები ვნახეთ, რომელიც გარკვეულ კრიტიკას შეიცავს, თუმცა აფიქსირებენ, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო. ჩვენი პარტნიორებისგანაც მხარდამჭერი განცხადებები დაიძრა. რადიკალურად განწყობილი ნაწილიც კი ხედავს, რომ შიდა რყევების რესურსი არ არის ერთი მიზეზის გამო - საზოგადოების გადაწყვეტილება მკაფიო, აშკარა და მყარია და არავითარი არგუმენტაცია იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა, არ არსებობს. მხოლოდ სპეკულაციური განცხადებებია. თავად პოლონეთის პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მასთან სატელეფონო საუბრისას ვერავითარი არგუმენტი ვერ მოიყვანა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930