გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ცესკოს მისამართით უსაფუძვლო ბრალდებათა ნიაღვარს, რომელსაც სტატუსით სათავეში უდგას სალომე ზურაბიშვილი, ესაჭიროება სამართლებრივი რეაგირება, სიტყვის თავისუფლება არაა საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლეს ორგანოზე თავდასხმა!

30-10-2024

ფაშისტ ლიბერალებს გამრუდებულად ესმით კონსტიტუციური წეს-წყობილება და კანონის უზენაესობა. ნაცრევანშისტებს რატომღაც ავიწყდებათ ის ხისტი რეაგირება, რომელიც, მაგალითად აშშ-შია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების ბრალდებებზე, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებას, რომლითაც უწყება არჩევნების გაყალბების ბრალდებაზე გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვს.


აბაშიძის განცხადებით, ცესკოს მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომლის სათავეშიც სალომე ზურაბიშვილია, სამართლებრივი რეაგირება ესაჭიროება, ვინაიდან სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმას.


„ცესკოს მისამართით უსაფუძვლო ბრალდებათა ნიაღვარს, რომელსაც სტატუსით სათავეში უდგას სალომე ზურაბიშვილი, ესაჭიროება სამართლებრივი რეაგირება, სიტყვის თავისუფლება არაა საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლეს ორგანოზე თავდასხმა! ფაშისტ ლიბერალებს გამრუდებულად ესმით კონსტიტუციური წეს-წყობილება და კანონის უზენაესობა. ნაცრევანშისტებს რატომღაც ავიწყდებათ ის ხისტი რეაგირება, რომელიც, მაგალითად აშშ-შია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების ბრალდებებზე. უსაშველო სექტანტების ვაი-ვიში, რომ ე.წ. რეპრესია დაიწყო, ცესკო თითქოს კუთხეშია და ა.შ., ემსგავსება იმ შაპიტოს ჩამოხეულ კარავს, რომლის წარმოდგენები აღარავის აინტერესებს“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031