30-10-2024
თეორიულად რომ გაემარჯვა საქართველოში ლიბერალურ ფაშიზმს, ამ შემთხვევაში ალბათ შეფასებები იქნებოდა ბევრად უფრო სწრაფი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მინიშნება, რომელიც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ გააკეთა ლიბერალურ და კონსერვატიულ ძალასთან დაკავშირებით, რელევანტურია.
„გახსოვთ, 2008 წელს, როცა ტოტალურად გაყალბდა საპრეზიდენტო არჩევნები, მაშინ ძალიან სწრაფი დადებითი შეფასებები გაკეთდა ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შესახებ. მინიშნება, რაც გააკეთა ბატონმა სიიარტომ, არის აბსოლუტურად რელევანტური", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.