გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გულიკო ჩაფიძე: პრეზიდენტობის კანდიდატთან ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა

21-10-2018

გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, გულიკო ჩაფიძის განცხადებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანიდატის, სალომე ზურაბიშვილის სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა საინტერესო და აქტუალური იყო.


„დღეს ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, საინტერესო შეხვედრა იყო. საუბარი შეეხებოდა მედიცინის განვითარებას. რა პრობლემებია ამ სფეროში და რა უნდა გაკეთდეს მისი გადაჭრისთვის. როდესაც ვსაუბრობთ, მედიცინის განვითარებაზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ძალიან დაბალ დონეზეა, ეს ასე არ არის. იმავეს ვიტყვი ჩემს დარგზე, კარდიოლოგიაზე. ყველა ვცდილობთ წინ წავიწიოთ და ბევრ რამეს მივაღწიოთ, რასაც სჭირდება ხელშეწყობა. ძალიან კარგი რამ თქვა ქალბატონმა სალომემ, გამარჯვების შემდეგ შეგხვდება და დაწვრილებით განვიხილავთ, მოისმენს ჩვენს აზრს, რა არის საჭირო მედიცინის განვითარებისთვის”,-განაცხადა გულიკო ჩაფიძემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031