გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: არჩევნები ჩატარდა სუფთად, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია, ვისაც რა უნდა, ის გადაამოწმოს

1-11-2024

არჩევნები ჩატარდა სუფთად, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია, ვისაც რა უნდა, ის გადაამოწმოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველო არის სახელმწიფო და გამოძიებაზე, შემოწმებასა და გადამოწმებაზე ქვეყანაში პასუხისმგებელნი არიან შესაბამისი ინსტიტუტები.


„ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია. ვისაც რა უნდა, ის გადაამოწმოს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები უძღვებოდნენ შესაბამის პროცესებს. ეს არის სახელმწიფო, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველო არის სახელმწიფო, მას აქვს ოფიციალური ინსტიტუტები და მათ შორის, გამოძიებაზე, შემოწმებაზე, გადამოწმებაზე ამ ქვეყანაში არიან პასუხისმგებელნი შესაბამისი ინსტიტუტები. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ წინა პარლამენტში ჩვენ შევქმენით საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, მოვიწვიეთ ყველა პარტია, ყველა „ენჯეო", ყველამ განაცხადა უარი მონაწილეობაზე. რატომ, იმიტომ რომ სინამდვილეში ყველამ ყველაფერი იცოდა, რომ არჩევნები ჩატარდა სუფთად და რა თქმა უნდა, ამის აღიარება უფრო მკაფიოდ მოუწევდათ საგამოძიებო კომისიაში ჩართულობის პირობებში, ამიტომ აარიდეს თავი. ახლა პირდაპირ აცხადებდა გვარამია, რომ ჩვენ არ უნდა შევყვეთ ამაში მმართველ პარტიას და ეს არის მათი ველიო, დაახლოებით ასეთ რამეს ამბობდა, ამ პროცედურებში არ უნდა შევიდეთო, ვინაიდან სინამდვილეში იციან, რომ ყველაფერი არის აბსოლუტურად სუფთა. უფრო მეტიც, უბნები არ უნდა გავხსნათ, სიები არ უნდა გადავამოწმოთო, ამას ამბობდა პირდაპირ. თუ რამეს ეძებ იმ სიებსა და უბნებში, რატომ არ გინდა ამ ყველაფრის გახსნა?! იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცი, რაც დაგხვდება, დაგხვდება აბსოლუტურად სუფთა არჩევნები. ამიტომ ერიდებიან ასეთ რამეს, ტყუილში არ უნდათ საკუთარი თავის მხილება,"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930