გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: დასავლეთი აკვირდება ოპოზიციის ქმედებებს და როდესაც ქუჩის სტრატეგიის გამოყენებით ვერ იქნება შედეგი მიღწეული, ოპოზიციას მიუვა ბრძანება, შეწყვიტონ ქუჩაში აურზაური და შევიდნენ პარლამენტში

3-11-2024

„ოპოზიციას ქუჩის სტრატეგიის არჩევის გარდა სხვა გზა არ აქვს, ის არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ.


მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის გეგმა - რევოლუციის გზით შეცვალონ ხელისუფლება, არ შედგება.


„არჩევნების შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებული მტკიცებულებები რომ არ არსებობს, ეს იცის, ყველამ, მათ შორის დასავლეთმა. არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, თუმცა ოპოზიციის მოლოდინი იმ გეგმის შესრულების შესახებ, რასაც ჯერ კიდევ არჩევნებამდე გეგმავდნენ, მათში დღესაც არსებობს. ისინი ფიქრობენ, რომ რევოლუციის გზით შეძლებენ შეცვალონ ხელისუფლება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს შეუძლებელი იყო არჩევნებამდეც, მაგრამ არჩევნების შემდეგ, თეორიული შანსიც დაკარგულია. შეუძლებელია ქვეყანაში გამოიწვიონ რყევები, რევოლუცია და შეცვლა ხელისუფლების, რომელიც გარე დაკვეთებს არ ასრულებს და არ დგას ცალფეხზე.


ოპოზიციას ქუჩის სტრატეგიის არჩევის გარდა სხვა გზა არ აქვს, ის არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში. დასავლეთი აკვირდება ოპოზიციის ქმედებებს და მას შემდეგ, რაც ქუჩის სტრატეგიის გამოყენებით ვერ იქნება შედეგი მიღწეული, ოპოზიციას მიუვა ბრძანება, შეწყვიტონ ქუჩაში აურზაური და შევიდნენ პარლამენტში.


ჩვენ გვახსოვს როცა ოპოზიციას გარედან არ აძლევდნენ უფლებას შესულიყვნენ პარლამენტში, მაგრამ მას შემდეგ, რაც არ შედგა მათ მიერ დაგეგმილი აურზაური და რევოლუცია, ნაწილ-ნაწილ შემოვიდნენ პარლამენტში და ასე იქნება ახლაც“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930