გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: ქართველები არ აღიარებენ ლიბერალურ ფაშიზმს და შესაბამისად არ ემორჩილებიან გლობალურ პოლიტიკურ კონიუნქტურას

4-11-2024

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმაურება ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ „ევროპის კარი იხურება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება - იმათი ხელით, ვინც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა“.


როგორც ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელში წერს, ხრუშჩოვიც ანალოგიური კონტექსტით უპირებდა ქართველებს ჩუკოტკაზე გადასახლებას.


„ხრუშჩოვიც ანალოგიური კონტექსტით გვიპირებდა ჩუკოტკაზე გადასახლებას, სხვა კი არაფერი იყო? უბრალოდ ქართველები არ ემსახურებოდნენ ნამდვილ კომუნიზმს და შესაბამისად, ქართველების მიგრაცია და აქ სხვების, უფრო ერთგული პროლეტარების ჩამოსახლება, კომუნიზმის მშენებლობას შეუწყობდა ხელს. ახლა, კონტექსტია სხვა, თორემ მოცემულობა იგივე - ვინც დიად მიზანს არ ემსახურება და უღმერთო უტოპიისთვის თავს არ სწირავს, ის ჩამოსაწერია, თუნდაც საკუთარი ქვეყნიდან. ქართველები არ აღიარებენ ლიბერალურ ფაშიზმს და შესაბამისად არ ემორჩილებიან გლობალურ პოლიტიკურ კონიუნქტურას. შესაბამისად - " ჩუკოტკაზე" რომ გადასახლდნენ და აქ ახალი, ნაღდი ლიბერალი ქართველები დასახლდნენ უკეთესი იქნება. მადლობა ქალბატონო რასა, იმ რწმენაში განმტკიცებისთვის, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეკუთვნოდეს, წყალსაც წაუღია ყველა იმპერია საქართველოსთან მიმართებაში და არანაირი, მაშასადამე!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930