გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში რომ შემოვიდნენ, გვეხვეწნენ დაქვითული ხელფასები აღგვედგინა, ყველამ მსუყე თანხები ჩაირიცხა

4-11-2024

„ეს კიდევ ერთი ფარსია, ისტორია ფარსად მეორდება, ზუსტად ოთხი წლის წინ იგივე ხალხი შეკრებილი იყო ტელეკომპანია „მთავარის“ სტუდიაში და დაფაზე საჯაროდ დადეს პირობა, რომ არ შევიდოდნენ პარლამენტში, არ აღიარებდნენ პარლამენტს და საბოლოოდ ყველა შევიდა, აღიარეს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.


პაპუაშვილმა საზოგადოებას 2020 წელს ოპოზიციის ბოიკოტი და შემდეგ პარლამენტში მათი ქმედებები შეახსენა.


„ერთ რამესაც შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ბოიკოტის შემდეგ შემოვიდნენ პარლამენტში, იცით, რომ ხელფასები ჰქონდათ დაქვითული. გვეხვეწნენ და ახალი წლის წინ შევიკრიბეთ პარლამენტი იმისთვის, რომ მათთვის აღგვედგინა ის დაკარგული ხელფასი, რომელიც აი ასე პატრიოტული გრძნობებით ბოიკოტში, რომ იყვნენ და გაყალბებულ არჩევნებს, რომ არ აღიარებდნენ, მათ ჩამოჭრილი ჰქონდათ. ყველამ მსუყე მსუყე თანხები ჩაირიცხა საკუთარ ანგარიშზე. ზოგი დასასვენებლად წავიდა და ზოგმა შეიძლება საახალწლო სუფრა გაშალა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930