გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახმეტის მუნიციპალიტეტში 270 ფრთა კოლხური ხოხობი ველურ ბუნებაში გაუშვეს

5-11-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე, 270 ფრთა კოლხური ხოხობი ველურ ბუნებაში გაუშვეს. ხოხბების გაშვების პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ველური ბუნების სააგენროს უფროსი რევაზ ბეჟაშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური მონაწილეობდა.


ახმეტის მუნიციპალიტეტს კოლხური ხოხბები საჩუქრად ორგანიზაცია "აგრო ქართუმ" გადასცა.


„კოლხური ხოხობი საქართველოს უძველესი ბინადარია და ველურ ბუნებაში გაშვება ხელს უწყობს მისი პოპულაციის მომრავლებასა და აღდგენას.

აღსანიშნავია, რომ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, კოლხური ხოხბის, კაკბისა და პორფირიონის (ხონთქრის ქათამი) პოპულაცია იზრდება და მათი ბუნებაში გაშვება ხორციელდება.


2020 წელს, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოჯიხევში კოლხური ხოხბის საწიწილე მეურნეობა მოეწყო. მეურნეობა მოიცავს ბუნებასთან ინტეგრირებულ ვოლიერებს, საინკუბატორო-საწიწილე ნაგებობებსა და ადმინისტრაციულ შენობას. მეურნეობის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი კოლხური ხოხბის გამრავლებაა“ –აცხადებენ უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930