5-11-2024
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუკასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე, სადაც შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მხრიდან წარმოებული დეზინფორმაციის კამპანიის მორიგი ფაქტები წარადგინა, მან გუშინდელ ინციდენტზეც ისაუბრა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია შეეცადა საზოგადოების ყურადღება გადაეტანა სხვა თემაზე და რუკით სპეკულაცია დაიწყო.
„ეს ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი საშუალება არის ის საინფორმაციო თავდასხმები, რომელიც ქართულ არჩევნებზე ხდებოდა. ამ დღეების განმავლობაში გაცნობდით სხვადასხვა მაგალითებს ამ დეზინფორმაციულ ინფორმაციაზე და მინდა დღეს შეჯამების სახით წარმოგიდგინოთ ეს.
ამავე დროს მაშინ, როდესაც მე გუშინ ბრიფინგს ვატარებდი დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თურმე სად ხარ, რა დეზინფორმაციის ახსნაზეა საუბარი ვნახეთ,
პირდაპირ ღია ეთერში როგორ დაიწყო ყალბი ამბის გავრცელება. მიუხედავად იმისა, რომ მედიის წარმომადგენლები ყველა აქ იყავით, ყველა სინამდვილეში სლაიდზე რა იყო ასახული, მედიამ ყალბ ამბად გაავრცელა სი რაც სინამდვილეში არ იყო და აღმოჩნდა ის რომ რა ყალბ ინფორმაციაზეა საუბარი, ფერებზე ჰქონიათ თურმე სადაო.
ვნახეთ მცდელობა ოპოზიციის საკუთარი მხარდამჭერები ამით გაეღიზიანებინა. გუშინ აქციაზეც კი ჰქონდათ ამ თემაზე საუბარი. სინამდვილეში, იმ აქციაზე, ეკრანზე, რომ საქართველოს რუკა ჰქონდათ გაშვებული, იმ ეკრანის წინ ვინც იდგნენ არ დაგვავიწყდეს რა ხალხთან გვაქვს საქმე. ეს ის ხალხია ვინც ჩვენი ტერიტორიები აქცია ოკუპირებულ ტერიტორიებად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.