22-10-2018
რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.
ერთი დაშავებული მრავლობითი მოტეხილობებით რუსთავის კლინიკაშია გადაყვანილი.
საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.