გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: ხალხმა გასცა პასუხი იმ აბნეულ ლიდერებს, რომლებიც საკუთარ დაპირებებშიც იხლართებიან. რამდენიმე ასეული ადამიანი მივიდა აქციაზე, რომელსაც ვერაფერი შესთავაზეს. ვერც კარვები დავინახეთ

5-11-2024

გუშინ თავად ხალხმა გასცა პასუხი იმ აბნეულ ლიდერებს, რომლებიც საკუთარ დაპირებებშიც იხლართებიან და აქედან გამომდინარე ვნახეთ ადამიანების რაოდენობაც და მათივე იმედგაცრუებული ამომრჩეველიც, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ოპოზიციის აქციებთან დაკავშირებით.


მისი თქმით, ოპოზიცია საკუთარ მხარდამჭერებს ატყუებს, რის გამოც ამომრჩეველი მას აღარ ენდობა.


„აბსოლუტურად ტყუილს აჯერებენ, ეს არის პრობლემა. ეს ტყუილი ძლებს ორი, სამი საათი და შემდეგ ამ ტყუილს ყველა რომ ხედავს, ეს ხომ იმედგაცრუებას იწვევს მათივე მხარდამჭერებში, რაც შემდეგ აისახება იმაში, რაც გუშინ ვნახეთ რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც მივიდა იმ აქციაზე, რომელსაც ვერაფერი ვერ შესთავაზეს. სხვათა შორის ვერც კარვები დავინახეთ, რომელსაც ასე დაბეჯითებით აგროვებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31