გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ნუცუბიძის ფერდობზე 26 წლის ბიჭი დაჭრეს

17-01-2018

თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე 26 წლის სანდრო ჯორჯაძე დაჭრეს.


"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მას 4 ტყვია აქვს ნასროლი. ის ფეხის არეშია დაჭრილი.


სანდრო ჯორჯაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.


ამ დროისთვის, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია შემოსაზღვრული აქვს პოლიციას.

შინაგან საქმეთა სამინსიტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.



ghn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031