გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
"მურმან დუმბაძე იყოს თქვენს ჯანში" – თარგამაძე ნაცმოძრაობას

22-10-2018

„ევროპული საქართველოს“ წევრი გივი თარგამაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება:


„გრიგოლ ვაშაძე 2012-ში წავიდა, ცალკე ორგანიზაცია „ივერია“, დღევანდელი თითიდან გამოწოვილი გაერთიანებული ოპოზიციის ორ წევრთან, მამუკა გამყრელიძესთან და ნიკა ვაშაკიძესთან ერთად გააკეთა, მიშაიანად სულ ყველაფერი გვაგინეს „ნაციონალურ მოძრაობას“. არ ვიცი, ვის რაზე აპირებდა მოჭიდებას, მაგრამ მოსრიალდა და ამ რამდენიმეწლიანი გასრიალების შემდეგ, ისევ მიშასას მოეჭიდა. იმანაც მოიჭიდა, მერე მიშასვე მიერ ვანო ჩხარტიშვილის პროექტად გამოცხადებული გიორგი ვაშაძეც შეიზილეს, ვანოს ფულიანად და ჩვენ გვიკითხავენ მორალს?


მეხუთე არჩევნებია, მიშა ბიძინას უპრავებს ნარატივს, მთავარი საფრთხობელას როლში გამოდის, კლავს ოპოზიციას და შანსს უკლავს საკუთარ ქვეყანას. აღარც მომინდება აწი პასუხი გაქცეულებო და გაწეულებო და მერე მოქცეულებო და მოწეულებო.


მურმან დუმბაძე იყოს თქვენს ჯანში“, – წერს გივი თარგამაძე „ფეისბუქზე“.


resonancedaily.com

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031