გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და მსოფლიო ბანკის მორიგი აღიარება - კორუფციის კონტროლით და კანონის უზენაესობით საქართველო ლიდერთა შორისაა

8-11-2024

მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს მმართველობის ეფექტურობის, კორუფციის კონტროლის, კანონის უზენაესობის, რეგულაციების ხარისხის მიმართულებებით.

კორუფციის კონტროლი


კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 67%-ი დაიმსახურა და მსოფლიოში სახელმწიფოებს შორის მე-20, ევროპაში კი მე-11 ადგილი დაიკავა. კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ევროკავშირის და ნატოს წევრ 25 ქვეყანას და დიდი შვიდეულის წევრ 5 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, გერმანია, შეერთებული შტატები, შვედეთი, პორტუგალია, კანადა, ბელგია, ალბანეთი, სლოვენია, კვიპროსი, საბერძნეთი, ჩეხეთი, იტალია, ესპანეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ლატვია, უნგრეთი, ბულგარეთი, თურქეთი, მალტა, სლოვაკეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია.


მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის საფუძველზე კორუფციის კონტროლი შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:

• პოლიტიკის შემქმნელების კეთილსინდისიერება
• პოლიტიკის შემქმნელებისადმი საზოგადოების ნდობა
• სახელმწიფო სახსრების კეთილსინდისიერი გადანაწილება
• არალეგალური გადახდებისგან თავისუფლება სასამართლო გადაწყვეტილებების, ექსპორტ-იმპორტის, კომუნალური მომსახურების, სახელმწიფო კონტრაქტების და გადასახადების აკრეფის სფეროებში.
• სახელმწიფოს მიტაცებისაგან თავისუფლება


კორუფციის კონტროლით საქართველო რეგიონში ლიდერობს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება და მეორე ადგილზეა.


კანონის უზენაესობა


მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გამოკითხვის მიხედვით შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა საქართველომ კანონის უზენაესობის მიმართულებითაც. შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 64%-ი აიღო და რეიტინგში სახელმწიფოთა შორის 30-ე ევროპაში კი მე-14 ადგილი დაიკავა. კანონის უზენაესობით საქართველომ გაასწრო ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ევროკავშირის და ნატოს წევრ 21 სახელმწიფოს, მათ შორის დიდი შვიდეულის წევრ 3 ქვეყანას. ეს სახელმწიფოებია: კანადა, საფრანგეთი, შვედეთი, ბელგია, პორტუგალია, სლოვენია, კვიპროსი, საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ლატვია, უნგრეთი, ბულგარეთი, თურქეთი, მალტა, სლოვაკეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია.


მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის საფუძველზე კანონის უზენაესობა შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:

• სასამართლოს დამოუკიდებლობა
• ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფლება
• კრიმინალით და ძალადობით გამოწვეული დანახარჯებისგან ბიზნესის დაცულობა
• საკანონმდებლო ბაზის ეფექტურობა რთულ რეგულაციებში
• საკუთრების უფლება
• ინტელექტუალური საკუთრების დაცვა
• არაფორმალური სექტორის მდგომარეობა

კანონის უზენაესობით საქართველო რეგიონში ლიდერობს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მხოლოდ ესტონეთს და ლიეტუვას ჩამორჩება და მესამე ადგილზეა.


რეგულაციების ხარისხი


გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკითხვის საფუძველზე „რეგულაციების ხარისხის“ რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 69%-ი აიღო და სახელმწიფოებს შორის კი მე-5 ადგილზე გავიდა, ევროპაში კი ფინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.


მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის საფუძველზე „რეგულაციების ხარისხი“ შეფასდა ორი კრიტერიუმით - სამთავრობო რეგულირების ტვირთი და არასატარიფო ბარიერების გავრცელება.


მმართველობის ეფექტურობა


მმართველობის ეფექტურობის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 61%-ი დაიმსახურა და მსოფლიოში სახელმწიფოებს შორის 34-ე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19 ადგილი დაიკავა. მმართველობის ეფექტურობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ევროკავშირის და ნატოს წევრ 17 ქვეყანას და დიდი შვიდეულის წევრ 1 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: სლოვენია, ისლანდია, ბელგია, იტალია, კვიპროსი, ჩეხეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, პოლონეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, მალტა, მონტენეგრო, ბულგარეთი, ლატვია, რუმინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია.


მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის საფუძველზე მმართველობის ეფექტურობა შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:

• მთლიანი ინფრასტრუქტურის ხარისხი
• საგზაო ინფრასტრუქტურის ხარისხი
• სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ხარისხი
• საპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხი
• საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის ხარისხი
• დაწყებითი განათლების ხარისხი

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკვლევის შედეგების გადამუშავებული სარეიტინგო ანგარიში მსოფლიო ბანკმა ექსკლუზიურად გამოაქვეყნა გლობალური მმართველობის ინდიკატორების პროექტის ფარგლებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930