გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ხულორდავა: ყველანაირი შანსი გვაქვს, ჰააგაში სასამართლო დავა მოვიგოთ

22-10-2018

პარლამენტის წევრის, თამარ ხულორდავას განცხადებით, ქართული მხარე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰააგაში წარმოებულ სამართლებრივ დავას მოიგებს.

 

ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ხულორდავა „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომზე საქართველოს პოზიცია ძალიან მყარი და ერთადერთია.

 

„ძალიან მყარი არგუმენტები გვაქვს. ვფიქრობ, რომ ყველანაირი შანსი გვაქვს, ეს საქმე მოვიგოთ. ინფორმაცია არ მაქვს, საუბარი რა ციტატებზეა, თუმცა ჩვენი პოზიცია – 2008 წელს თუ რა მოვლენასთან გვქონდა საქმე, ყველასთვის ცნობილია“, – დასძინა ხულორდავამ.

 

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის მიერ 2009 წელს შეტანილ სარჩელში სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ამოღებული ციტატებია შეტანილი.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30