გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლო სამი თვის მონაცემებით, მებაჟე ოფიცრების მიერ, არადეკლარირებული თანხის შემოტანის 170 მცდელობა აღიკვეთა

11-11-2024

მიმდინარე წლის, ბოლო 3 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მასშტაბით არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, არადეკლარირებული თანხის შემოტანის 170 მცდელობა აღიკვეთა.


"მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში - 8 278 880,09 ლარი (ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით) აღმოაჩინეს.


საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 649 712,89 ლარის ოდენობით შეეფარდათ.


შეგახსენებთ, შემოსავლების სამსახური, როგორც საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლის გამოვლენასა და შესაბამისი რეაგირების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყება, მუდმივად ახორციელებს მკაცრ კონტროლს არადეკლარირებული საქონლის გადაადგილების პროცესის მიმართ" –აცხადებენ უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930