გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აპრილი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ჩაკვეტაძე: საგანმანათლებლო დაწესებულებაში პოლიტიკური აგიტაცია აკრძალულია, „ნაცმოძრაობა“ თუკი რაიმეს აპროტესტებს, თსუ-ში არაფერი ესაქმებათ და შეუძლიათ ქუჩაში გააპროტესტონ

16-11-2024

„ის რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხდება, არის 4 ბარიერგადალახული პარტიისა და „ნაცმოძრაობის“ არასამთავრობო ორგანიზაციების შოუ. ლევან სანიკიძე „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის სპიკერია. ადგილზე არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სხვა დანაყოფების წევრები და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც“, - წერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე.


მისივე თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში პოლიტიკური აგიტაცია აკრძალულია და „ნაცმოძრაობა“ თუკი რაიმეს აპროტესტებს, თსუ-ში არაფერი ესაქმებათ, შეუძლიათ ქუჩაში გააპროტესტონ და თქვან რას აპროტესტებენ.


„ის რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხდება, არის 4 ბარიერგადალახული პარტიისა და „ნაცმოძრაობის“ არასამთავრობო ორგანიზაციების შოუ. ლევან სანიკიძე „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის სპიკერია. ადგილზე არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სხვა დანაყოფების წევრები და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. საგანმანათლებლო დაწესებულებაში პოლიტიკური აგიტაცია აკრძალულია. „ნაცმოძრაობა“ თუკი რაიმეს აპროტესტებს, თსუ-ში არაფერი ესაქმებათ და შეუძლიათ ქუჩაში გააპროტესტონ და გვითხრან რას აპროტესტებენ. თუ არა და, თენგომ მაინც გვითხრას - ოღონდ, მარკერმა გაჟონაო ამაზე უფრო დამაჯერებელი რაიმე არგუმენტი.


ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ უნივერსიტეტებმა მიიღეს რეალური ავტონომია და განათლების კერას, განათლება დაუბრუნდა!“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930