გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი ცესკოში მომხდარ ინციდენტზე: დავით კირთაძემ მხოლოდ კომისიის თავმჯდომარეს კი არ შეასხა საღებავი, არამედ მინიმუმ მილიონ 200 ათასს ამომრჩეველ

16-11-2024

„დავით კირთაძემ კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი, არამხოლოდ კანონმდებლობის, არამედ ქართველი ხალხის წინაშე“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.


მისივე თქმით, კირთაძემ თავისი ქცევით საღებავი, მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარეს კი არ შეასხა, არამედ მინიმუმ მილიონ 200 ათასს ამომრჩეველს.


„ჩვენ მორიგ ჯერზე ვიხილეთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება. ვნახეთ, რომ ცესკოს „ნაცმოძრაობის“ წევრმა კომისიის თავმჯდომარეს შეასხა საღებავი. რეალურად მან, მხოლოდ კომისიის თავმჯდომარეს კი არ შეასხა საღებავი, არამედ მინიმუმ მილიონ 200 ათასს ამომრჩეველს. ამ ადამიანმა კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი, არამხოლოდ კანონმდებლობის, არამედ ქართველი ხალხის წინაშე. ეს უნდა გაკეთდეს აუცილებლად. საქართველო არ იქნება არავის საჯიჯგნი ქვეყანა. ერთხელ და სამუდამოდ უმრავლესობის გადაწყვეტილება უნდა იქნეს პატივცემული“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728